არავინ არ იფიქროს, არ გაბედოთ, რომ შავ-თეთრ ფოტოზე 19 წლის გოგონა დაიღალა - მარი (ნანა) მახარაძის ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს
9 აპრილის აქციების მონაწილემ, მარი (ნანა) მახარაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ემოციური სიტყვით მიმართა.
"არავინ არ იფიქროს, არ გაბედოთ, რომ შავ-თეთრ ფოტოზე 19 წლის გოგონა დაიღალა" - თქვა ქალმა, რომლის ფოტო 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლოა.
მახარაძემ პოლიტიკოსებს მიმართა:
"ჩვენი ქვეყანა არაა მხოლოდ მანძილი საზღვრიდან საზღვრამდე, რომელსაც ოკუპანტი ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ გვართმევს, არც ქართველი ხალხის საცდელი ნაცია, ეს არის ქვეყანა, სადაც სულით მდიდარი, გახსნილი, ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა დალაგებულ, თავისუფალ, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება"- ამბობს 9 აპრილის გმირი.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მოთხოვნაა, ჰქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც თითოეული ინდივიდი იქნება პრიორიტეტი.
"ადამიანებს მოგვბეზრდა თქვენი ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმის მოსმენა, ერთ წრეზე ბრუნვა. ჩვენ გვქონდეს არამხოლოდ სამშობლო, არამედ ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც თითოეული ინდივიდი იქნება პრიორიტეტი, შესაბამისი ჯანდაცვის, განათლების, შრომითი კოდექსის, თავისუფალი სასამართლოს და დემოკრატიის ხარისხით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს თმენის რეჟიმში ცხოვრებას"- თქვა მან.
მარი (ნანა) მახარაძე აღნიშნავს, რომ საქართველო საკუთარი იდენტობით, ერთიანობით, თავისუფლებით, პროგრესულობით და მშვიდობით შეძლებს ევროპული კარების გაღებას.
ომი გინდათ ძახილი, სამხედრო პროპაგანდა, ყველა ტყუილი და სიძულვილი მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს წავლენ ომში, რადგან მათ ეშინიათ. დიახ, ეშინიათ თავისუფლების, რადგან მშვიდობა სწორედ იქ არის, სადაც არის თავისუფლება. ჩემს თაობას არ ეშინოდა 9 აპრილს. არც თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ფერად თაობას ეშინია. იმ თაობას, ვინც ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბაროს დღეს",-აღნიშნა, მახარაძემ.
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































