არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა.

კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არჩევნების საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024-2025 წლებში გამართულ საერთო არჩევნებზე, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მან დეტალურად ისაუბრა იმ საგანმათლებლო პროექტებზე, მათ შორის სასკოლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიებზე, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ამ დღეს მაინც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ დღეს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ როგორც არჩევნების, ისე ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ვაცნობთ იმ ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას ისახავს მიზნად. ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას დავანახოთ არჩევნები არის არა მხოლოდ ტექნიკური პროცესი, არამედ დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია.

ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მათ აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაეცნონ საარჩევნო პროცესს და გააცნობიერონ საკუთარი როლი დემოკრატიულ ცხოვრებაში.

დღესვე ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო. მათ მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო აპარატების მუშაობა.

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებთან შეხვედრები რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ცესკოში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით შედგა.

ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმაც თელავსა და ბათუმში.

არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770386581

მსოფლიო

ომანში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ომანის დედაქალაქ მასკატში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მედიის თანახმად, ირანული დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას...

მოლაპარაკებების

1770386479

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მხრიდან არის ყ...

თორნიკე ჭეიშვილ

1770386037

ახალი ამბები

ჭეიშვილი ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, არის ნამდვილად საჭირო

დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების კვალდაკვალ მათ შორის გადის გამჭვირვალობაზე, უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომელი...

თორნიკე ჭეიშვილი

1770385040

ახალი ამბები

წულუკიანი ჟორჟოლიანს: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა „დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის „საწყალი ბიჭები“ - კრიმინალები, რომლებზეც მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. „დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პ...

თეა წულუკიანი

1770384406

საზოგადოება

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს