არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას

„ჩვენი საზოგადოება წლებია, აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ ბერიძემ ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უსამართლო ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების მსხვერპლია.

„ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება. მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი. განსაკუთრებით თვალშისაცემია ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს. რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს ევრობიუროკრატია. ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი.

„დღეს, ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ეს მიდგომები გარედან არის ნაკარნახევი და გარკვეულწილად „დატრენინგებულიც“, მაგრამ ეს რადიკალურ ძალებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს ნებისმიერი წინსვლა და წარმატება, ოპოზიციის მხრიდან პანიკური თავდასხმის საგანი ხდება.

„ამას, ლოგიკური ახსნაც მოეძებნება, რადგან ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის მიერ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი მათ სასოწარკვეთილ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სამართლიან, წესებსა და საერთო სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც ყველა პატიოსან სუბიექტს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, აძლევს საშუალებას საკუთარი პრინციპების დაცვით შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. მათ კი, ვინც ორმაგი სტანდარტით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები, ან შეეგუონ მათთვის ქართველი ხალხის მხრიდან გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777373375

ახალი ამბები

მათიკაშვილი რადიკალებზე: ეს არის მათი რეალური შიში იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ხორციელდება, რამე თუ იციან - წარმატებული ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურებრივ სტატუსს იცვლიან, მათ დესტრუქციულ საქმიანობას ხელს შეუშლიან

„ხავსს ეჭიდებიან. რეალურად, არანაირი არგუმენტი არ აქვთ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით, შინაარსობრივად გააპროტესტონ ეს მოცემულობა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტ...

 დავით მათიკაშვილი

1777372418

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური

„მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციისა...

ლევან მაჭავარიანი

1777372370

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გაწუხებთ ის ფაქტი, ახალი პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს მტკივნეულია, ვინაიდან ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, „ისეთი გამოწ...

ლევან მაჭავარიანი

1777371551

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარ...

ეკა სეფაშვილი

1777371459

ახალი ამბები

მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...

მეუფე ანტონი პატრიარქობი