ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
„მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში და გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ხარისხით არა მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მთლიანად ოპოზიციას ის ფაქტი აწუხებს, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან, ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებასაც გადააზღვევს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებასა და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.
„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია თქვენთვის, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას - საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ამაში უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია“, - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას.
1777373375
ახალი ამბებიმათიკაშვილი რადიკალებზე: ეს არის მათი რეალური შიში იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ხორციელდება, რამე თუ იციან - წარმატებული ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურებრივ სტატუსს იცვლიან, მათ დესტრუქციულ საქმიანობას ხელს შეუშლიან
„ხავსს ეჭიდებიან. რეალურად, არანაირი არგუმენტი არ აქვთ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით, შინაარსობრივად გააპროტესტონ ეს მოცემულობა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტ...
1777372370
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გაწუხებთ ის ფაქტი, ახალი პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს მტკივნეულია, ვინაიდან ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, „ისეთი გამოწ...
1777371551
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი
საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარ...
1777371459
ახალი ამბებიმეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის
ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...
1777370897
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას
ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...































