ეკა სეფაშვილი: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, მუქარები სხვა არაფერია, თუ არა გარე ძალების სურვილი მოაქციონ საქართველოს მათი გავლენის ზონაში.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაჟღერებულ განცხადებებში, რომელშიც ის საქართველოს ბნელი 90-იანებით დაემუქრა, თუ ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

„მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული, ძალთა ახალი ალიანსი არ ჩანს და რესურსები ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. რაზე მიუთითებს ეს მუქარა და ვისგან მოდის ის? ეს მუქარა იმ ძალების დავალებით ხორციელდება, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი სხვა, უფრო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ მუქარას, რომ საქართველო თუ არ შეასრულებს მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელ 1990-იან წლებს.

რას ნიშნავს ეს მუქარა? ეს მუქარა, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ეს გლობალური ძალები სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში ხუთი რევოლუციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარევების წყალობით საქართველოს მოსახლეობა ეიძულებინათ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაზე იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც მათთვის იქნებოდა ხელსაყრელი და რომელიც დღეს თუ ხვალ, საქართველოს გარდაუვალად ჩართავდა ომში, ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს არ მოემსახურებოდა და პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენ ჰერჩინსკი გვაშინებს.

სინამდვილეში კი რა ხდება - რომ გადავხედოთ ევროკავშირის ბოლო, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული პერიოდის მოთხოვნებს, რაც მათ ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, ძირითადად მუსირებს 2 მოთხოვნა. პირველი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება - ანუ, ჩვენ შავ ფულს ვატრიალებთ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთო. ამ საკითხში ისე შორს წავიდნენ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, უმაღლესი ტრიბუნიდან, დაუფარავად ამბობს, რომ მოძებნიან შავ ხვრელებს ამ კანონში, რათა ისე დააფინანსონ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები (არა ყველა, მხოლოდ ისინი, რომლებიც მათ დაკვეთას ასრულებენ), რომ მათ საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემები არ შეექმნათ.

მეორე, ესაა ოჯახური ღირებულებების კანონი, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ევრობიუროკრატებს უნდათ, აწარმოონ თავიანთი პროპაგანდა, რომელიც ერის სულიერ, ღირებულებით და ფასეულობრივ დეგრადაციას იწვევს. ეს პროპაგანდა შენიღბულია ლიბერალიზმის ჩარჩოებითა და მის საფარველში. თავისთავად, ლიბერალიზმში ცუდი არაფერია, მაგრამ ის ლიბერალიზმი, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია და ევროპული ქვეყნები ქადაგებენ, რეალურად ლიბერალური ფაშიზმია და არა ლიბერალიზმი.

სწორედ ამას აღუდგა წინ ქართველი ხალხი და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ის კანონები, რომლებიც დღემდე, როგორც ჩანს (და ეს ფაქტებითაც დასტურდება), საიმედოდ იცავს ჩვენს მომავალს - იმ ეკონომიკურ ზრდას, იმ სიმშვიდესა და სტაბილურობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჰერჩინსკი კი გვეუბნება, რომ თურმე, ჩვენ შეგვწყვეტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესი.

სინამდვილეში რა ხდება?! ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, რომელიც არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულ იმ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მხარესთან დიალოგში. სწორედ რომ დიალოგი შეწყვიტა ევროკავშირმა. სხვა არაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არ შეწყვეტილა.

ისმის კითხვა: რატომ შეწყვიტა? იმიტომ ხომ არა, რომ არ უნდათ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშებში, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ათეულზე მეტ ქვეყანას ისეთი პატამეტრებით, როგორიცაა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777372370

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გაწუხებთ ის ფაქტი, ახალი პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს მტკივნეულია, ვინაიდან ვიცით, რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. მისი თქმით, „ისეთი გამოწ...

ლევან მაჭავარიანი

1777371459

ახალი ამბები

მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...

მეუფე ანტონი პატრიარქობი

1777370897

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას

ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...

ლევან მახაშვილი

1777370847

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას

ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების...

არჩილ ბერიძე

1777370563

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას...

ლევან მაჭავარიანი