არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიას: კანონპროექტით, რომელიც წარმოადგინეთ, უცხოელ ფონდებსაც უკან უბრუნებთ თანხას, თქვენი მიზანია, უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, რომელიც მიმართული იყო ჯარიმების გადასახდელად, უკან დაუბრუნოთ - ამ ყველაფერზე არ საუბრობთ
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ იურიდიულ კომიტეტზე, სადაც „გახარია-საქართველოსთვის“ საპარლამენტო წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ მოსმენა განიხილებოდა, მომხსენებელს და კანონპროექტის ინიციატორ ჯგუფს მიმართა, რომ ისინი, ამ კანონპროექტით, უცხოელ ფონდებსაც უკან უბრუნებენ თანხას.
„სამწუხაროდ, დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ არის, რომ როდესაც მომხსენებელი საუბრობს კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, რომ ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევას. გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევაა, როდესაც პიროტექნიკას იყენებს ადამიანი ძალადობრივი აქციის დროს, მოლოტოვის კოქტეილებს, ადვილად აალებად ნივთიერებებს. როდესაც ნიღბით მიდის შეკრება მანიფესტაციის დროს და რისთვის მიდის და რატომ სჭირდება ეს ნიღაბი? რომ შემდეგ დარღვევა ჩაიდინოს და პასუხისმგებლობას გაექცეს. როდესაც ცდილობს, რომ ხელოვნურად გადაკეტოს ათეული და რამდენიმე ასეული დღის განმავლობაში მთავარი მაგისტრალი. როდესაც საფრთხეს უქმნის, როგორც აქციის მონაწილეების, ისევე სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როდესაც შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზრდება უკვე ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, როგორიც არის თავდასხმა ადმინისტრაციულ ორგანოზე, შესაბამისად თავდასხმა კერძო საკუთრებაზე და განადგურებებზე და თქვენ ამ ყველაფერზე სამწუხაროდ პასუხი არ გაეცით. კონკრეტული ერთი მაგალითი თქვით, რომ მაქვს ინფორმაცია და ვიცი რომ დაჯარიმებული არის ბევრჯერო.
ეს კონკრეტული ადამიანი შეიძლება ვინმესთვის იყოს საკითხავი, თუ რატომ იცის ქალბატონმა სოფიომ ამ ადამიანის შესახებ - ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მათი გუნდის წევრია. ეს არის ადამიანი, გოგონა, ქეთი აბულაძე, რომელიც გახარიელების ბელად გახარიასთან პოზირებს. როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანზე საუბრობდა ქალბატონი სოფიო, მან თქვა ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ეს ადამიანი 125 ათასი ლარით არის დაჯარიმებულიო. ქალბატონო სოფიო, ასეთი ჯარიმა, 125 ლარიანი ჯარიმა 174-ე პრიმა მუხლში გათვალისწინებული არ არის. გამოდის, რომ ამ ადამიანმა მიზანმიმართულად არაერთხელ დაარღვია კანონი და თქვენ ახლა გინდათ, რომ მიზანმიმართულად არაერთი გზის სამართალდამრღვევს ჯარიმა ჩამოაწეროთ და თქვენ თვითონ გიწერიათ განმარტებით ბარათში, რომ ჯარიმის მთავარი მიზანი და ნებისმიერი ადმინისტრაციული სახდელიც იქნება და პასუხისმგებლობაც ამისი - ეს არის პრევენცია. ანუ პრევენციული თავისი მიზანი ვერ შეასრულა კანონმა. ამიტომაც დაგვჭირდა უფრო გაგვემკაცრებინა შესაბამისი პასუხისმგებლობების. ერთი მხრივ, ჯერ გქონდათ ზოგადად ძალადობის აქციის მომწყობებს და მათ უკან მდგომ პირებს ფონდები შექმნილი, რითაც პირდაპირ ჰპირდებოდით ადამიანებს, რომ დაარღვიეთ კანონი....“, - აღნიშნავს გორდულაძე.
მისივე თქმით, არავინ დაუშვებს, რომ საქართველოში ძალადობრივი აქციები იყოს წახალისებული.
„საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები ქმნიდნენ ფონდებს, აორგანიზებდნენ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნებით - ვაგროვებთ თანხებს, რომ სამართალდამრღვევებს ჯარიმები გადავუხადოთო. ისინი ამით ახალისებდნენ ახალი სამართალდარღვევების ჩადენას. მათ შორის, არაერთი ფონდი პირდაპირ მიმართული იყო, რომ სამართალდარღვევებისთვის თავისი ჯარიმები გადაეხადათ. თქვენ, მათ შორის, ამ კანონპროექტით, რომელიც ახლა წარმოადგინეთ, უცხოელ ფონდებსაც უბრუნებთ უკან თანხას. იმიტომ, რომ თქვენ კანონპროექტში გიწერიათ, რომ გადახდილი ჯარიმები უკან უნდა დაბრუნდესო. ე.ი. თქვენ გაქვთ მიზანი, რომ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხები, რომელიც მიმართული იყო, რომ ჯარიმები გადახდილიყო, ეს უკან დაუბრუნოთ, მაგრამ ამ ყველაფერზე არ საუბრობთ და ჩვენ ვისაუბრებთ. ჩვენ ვერანაირად დავუშვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში წახალისებული იყოს ძალადობრივი აქციები. არაერთი მცდელობის მიუხედავად ერთ მარტივ კითხვაზეც ვერ მოვისმინეთ პასუხი, რა ხდებოდა 2023- 2024- 2025 წლებში. თურმე ყველას დაავიწყდა, მათ შორის, მომხსენებელსაც და ინიციატორ ფრაქციასაც, რომ ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტი იმსჯელებს და ამ საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































