დავით მათიკაშვილი - უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია

უკრაინის მიერ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მორალური სტანდარტიდან ამოვარდნილია, წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა პირადად ზურაბ ადეიშვილისგან განიცადა უამრავი ტანჯვა, მიიღო ზღვა ცინიზმი და ცინიკური დანაშაულები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი სადისტური წამების რეჟიმი და ადამიანის უფლებები საერთოდ არაფერს ნიშნავდა, რადგან ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდნენ, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბიზნესს და მესაკუთრეებს ქონებას ართმევდნენ“.

„ამ ადამიანს ცინიკურად და ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, ჯერ ბრიუსელის თუ ევროპის სხვა დედაქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში დაატარებდნენ და ახლა უკრაინის კონკრეტული თანამდებობის პირი გახდა. ცინიკურ-სასაცილო არ არის?- არ შეიძლება, ცხრაგვარი სტანდარტი არსებობდეს და 16 სიმართლე იყოს. არსებობს ერთი სიმართლე და ეს ყველამ იცის, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ თვალებზე ხელებს იფარებენ – უკრაინის ხელისუფლებას ამ ყველაფრის დანახვა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ზელენსკი აწარმოებს. სააკაშვილი გუბერნატორად ჰყავდათ დანიშნული, დღეს კი, დამნაშავე, მწამებელი და სადისტურ დანაშაულებში მხილებული პირი ინტერპოლის შეფად არის დანიშნული. უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია. დააკვირდით, რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება – უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებები და ბენეფიტები უგრძელდებათ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მხრიდან და მისი ხელისუფლების მხრიდან იმ ურთიერთობებზე გაუგონარი თავდასხმა ხდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი