უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნულ თარიღებში არ იმუშავებენ, საქართველოს მასშტაბით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის სამმართველოების, გეზი „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელება) და გაფორმების განყოფილებები.

ზემოაღნიშნულ თარიღებში, საბაჟო ორგანოს მიერ, იმ მომსახურების გაწევა, რომლებისთვისაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის, 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775655579

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმი...

ცესკოს თავმჯდომარე

1775654189

მსოფლიო

პიტ ჰეგსეთი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა. როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა,...

პიტ ჰეგსეთი ირანთან ომზე

1775653591

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6965 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775652204

ახალი ამბები

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...

შსს

1775652013

ახალი ამბები

წალკაში კარანტინი გამოცხადდა - გარეულ ცხოველს ცოფი დაუდასტურა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაშ...

ცოფიცოფი