ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.

ამჟამად „მომავლის გზას“ 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ 25 წელია ფუნქციონირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775654638

ახალი ამბები

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

1775654189

მსოფლიო

პიტ ჰეგსეთი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა. როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა,...

პიტ ჰეგსეთი ირანთან ომზე

1775653591

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6965 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1775652204

ახალი ამბები

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...

შსს

1775652013

ახალი ამბები

წალკაში კარანტინი გამოცხადდა - გარეულ ცხოველს ცოფი დაუდასტურა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაშ...

ცოფიცოფი