არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს
„თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო ზრუნავს ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე.
„მას აღიარებული აქვს დანაშაული ამ წლის დასაწყისში. ასევე, გავრცელებულია კადრები, სადაც გარკვეული ხასიათის და დიდი ოდენობით ძვირფასი ნივთები თუ თანხებია ამოღებული მის საკუთრებაში არსებული შენობებიდან. ახლა ეს განცხადებები რატომ კეთდება, არ ვიცი. ალბათ, თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის, ყველა მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცულია. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახს არ ემუქრება. შესაბამისად, ეს განცხადება რა იყო? თითქოს რაღაც მოლოდინის შექმნა საზოგადოებაში, რომელსაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აჟიტირებით აჰყვა. გუშინდელი განცხადებაც ვნახეთ, რომელიც პირდაპირ, სიტყვიერადაც, წინადადებათა წყობითაც კი ეწინააღმდეგება პირველ განცხადებას. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ემუქრებოდეს მას ან მის ოჯახს. მათ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზრუნავს ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა გორდულაძემ.
1787124002
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა
„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა...
1787122027
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მდიდარმა NGO-ებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ
მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველ...
1787119229
მსოფლიო„მოსამართლეების, პროკურორებისა და პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ - ჰააგის სასამართლო აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პერსონალზე ზეწოლა საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმ...
1787118995
ახალი ამბები„უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭ...
1787117359
საზოგადოება„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს
ხვალ, 20 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ ს...






























