ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა.
შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები: №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო”; №41 – ქართული ოცნება.
აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.
ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
1787125442
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული...
1787124822
ახალი ამბებისაპატრიარქო: არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, არასრულწლოვანთა...
1787124002
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა
„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა...
1787122027
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მდიდარმა NGO-ებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ
მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველ...
1787119229
მსოფლიო„მოსამართლეების, პროკურორებისა და პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ - ჰააგის სასამართლო აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პერსონალზე ზეწოლა საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმ...































