დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეამცირეს

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნით აშშ-თან მისი ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები ექვსი დღით შემცირდება. ამის შესახებ BBC წერს.

სეულმა განაცხადა, რომ 2026 წლის „ულჩის თავისუფლების ფარის“ წვრთნების ხანგრძლივობა და მასშტაბი „ამერიკული მხარის წინადადების“ საპასუხოდ შეიცვალა.

წვრთნები ახლა 21 აგვისტოს დასრულდება და არა 27 აგვისტოს, როგორც დაგეგმილი იყო.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ წვრთნების საველე ნაწილის მასშტაბები „ნაწილობრივ შემცირდება“, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ განიხილება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან წვრთნების შემცირების მიზეზად ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ დაასახელა.

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787125442

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული...

სკოლა

1787124822

ახალი ამბები

საპატრიარქო: არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.   როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, არასრულწლოვანთა...

საპატრიარქო

1787124002

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა

„სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ - ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა...

ანალიტიკოსი

1787122027

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აუცილებელია, რომ აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მდიდარმა NGO-ებმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას იმ შეურაცხყოფისთვის, ზიზღისთვის, ბულინგისთვის, რაც კამპანია „რუსული კანონის“ ფარგლებში მათ აკადრეთ

მხოლოდ იმისათვის, რომ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის, ბაია პატარაიასა და კოლექტიური „სოროსისტების“ დაფინანსების წყაროები არ გამხდარიყო საჯარო, კელი დეგნანის თაოსნობით, აგენტურული ოპოზიციის უკლებლივ ყველ...

ლევან მაჭავარიანი

1787119229

მსოფლიო

„მოსამართლეების, პროკურორებისა და პერსონალის წინააღმდეგ მიმართული ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“ - ჰააგის სასამართლო აშშ-ის სანქციებს გამოეხმაურა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსამართლეებზე, პროკურორებსა და პერსონალზე ზეწოლა საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმ...

 ჰააგის სასამართლო