არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
გორდულაძის თქმით, ქართული საზოგადოება კი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა.
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ეს არიან ზუსტად ის პირები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი.
რაც შეეხება თავად „იგლ ჰილსის“ პროექტს, როდესაც საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, რომელიც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ან ადგილების განვითარებაზე არის ორიენტირებული, არამედ ამას აქვს უდიდესი ეკონომიკური გავლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენადაც ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ კამპანიები მართეს. თვეების განმავლობაში აორგანიზეს აქციები და, საბოლოოდ, ვნახეთ ერთი დიდი კრახი. ზუსტად ასეთი კრახისთვის არის განწირული ყველა ამ ქვეყნისთვის საუარესოდ მოფიქრალი ადამიანი. ქართული საზოგადოება კი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა“, - განაცხადა გორდულაძემ.
1789246653
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობი...
1789245586
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 00:10-ზე საქართველოში, ქალაქი ნინოწმინ...
1789244261
ახალი ამბებინინო წილოსანი: „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაშია - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მანიპულირება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება. წილოსანის თქმით,...
1789241202
ახალი ამბებიგანათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა. მსჯელობა შეეხო „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თ...
1789238572
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და I, VII და X კლასებში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ილაპარაკა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. „სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრ...































