გივი მიქანაძე – გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ
„გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.
„უკვე მესამე წელი იწყება, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შემოტანილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამა. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში ეს ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და, ჯამში, 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს მაისში გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დამთავრებულებმა მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, იყო, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში – პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ გარკვეული პროფესია შეიძინონ“, – განაცხადა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, პროფესიულ სასწავლებლებში არის ინტეგრირებული პროგრამებიც.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24 პროცენტი თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74 პროცენტზე ვართ ასული. სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით, რა მიმართულებით რა სპეციალისტები გვჭირდება და ამ მიმართულებაში გვაქვს ინვესტირება. ამ ადამიანების სწორი გადამზადებით და მოთხოვნილებასთან შესაბამისი გადამზადებით მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს. ამასთანავე გეტყვით, რომ თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და ამ სასწავლო პროცესს გადიან. ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პროფესიულ განათლებამიღებული ადამიანი, არ შეიძლება, იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
1789279711
ახალი ამბებიკონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ (97კგ) ერევანში მიმდინარე სტეფან სარგიზიანის თასზე 4 შეხვედრა მოიგო. საფი...
1789246653
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობი...
1789245586
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 00:10-ზე საქართველოში, ქალაქი ნინოწმინ...
1789244261
ახალი ამბებინინო წილოსანი: „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაშია - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მანიპულირება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება. წილოსანის თქმით,...
1789241202
ახალი ამბებიგანათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა. მსჯელობა შეეხო „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თ...































