არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და იგი ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება.

არჩილ გორდულაძემ ასევე ისაუბრა გაზეთ ლაზარე ჯორბენაძესთან „ასავალ-დასავლის“ ინტერვიუზეც.

„ზოგ ადამიანს სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია. არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა არა მხოლოდ ბრტყელია, არამედ ის ოთხ სპილოზე დგას და კუზე მოძრაობს. ამ ჟანრიდან არის ეს განცხადება, ამ ყველაფერს შემდეგ ჟურნალისტი ბეჭდავს თავის ყვითელ პრესაში და როგორც ფაქტს, ასე აცნობს საზოგადოებას.

თუ კარგად მოუსმენთ ამ ინტერვიუს, რეალურად ჟურნალისტი ინფორმაციის მიღებას კი არ ცდილობს, პირიქით, თითქოს რესპონდენტს კონკრეტულ ჩარჩოებში აქცევს და ასწორებინებს მის ლეგენდას, რომ რაღაც უფრო დამაჯერებელი გახდეს. ერთია აუდიო ჩანაწერი და მეორეა ბეჭდური ვერსია. ბეჭდურ ვერსიაში, მსგავსი არაფერია. როგორც გაასწორებინა ჟურნალისტმა რესპონდენტს მისი მიცემული ინტერვიუ, მერე ეს ყველაფერი, თავისივე გასწორებული დაბეჭდა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუში ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება მარტივად გაყიდვადი ტყუილია და დეტალურად განმარტა ის პროცედურები, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო საზღვრის კორექტირებისთვის.

„მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ამგვარ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველივე მუხლი იწყება იმით, რომ ქვეყნის ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება, რომ სახელმწიფო საზღვრები დაკორექტირდეს, ეს მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არის შესაძლებელი.

საერთაშორისო ხელშეკრულება ვერანაირად ვერ იქნება საიდუმლო ნაწილში, რომელიც ეხება ტერიტორიებს და საზღვრებს, რადგან ეს ყველაფერი საჭიროებს საქართველოს პარლამენტის მიერ მის რატიფიცირებას და არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ, არამედ მეორე ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირებასაც. ასეთი სამართლებრივი ნონსენსი ითქვა.

მარტივად გაყიდვადი ტყუილია და ძალიან მძიმე და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის სენსიტიური საკითხია, როდესაც საზღვრების ცვლილებას ეხება საქმე“, - დასძინა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789306860

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

ვატიკანში, საკვირაო ლიტურგიისას რომის პაპი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა და 25 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ლეო XIV-მ სოლიდარობა გამოუცხადა მათაც, ვინც საზარელი თავდასხმე...

რომის პაპი

1789305122

ახალი ამბები

თურქეთში ლგბტქ+ ორგანიზაციების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს 26 ადამიანი დააკავეს - Reuters

თურქეთში 26 ადამიანი დააკავეს, ხოლო ლგბტქ+ ორგანიზაციის ექვს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, რეიდები დაკავშირებული იყო პროკურატურ...

თურქეთში ლგბტქ

1789301402

მსოფლიო

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა ოდესა დაბომბა

13 სექტემბრის დილით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram არხზ...

უკრაინული მხარის განცხადებით

1789298355

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ბარამიძეზე: ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ასეთ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგის ინტერესებს

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი. „ასე უაპელაციოდ, ასე...

გია ვოლსკი

1789297316

ახალი ამბები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეთა საყურადღებოდ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

„14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“,...

ეროვნული გამოცდები