ჯანდაცვის სამინისტრო – უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ანგარიში წარედგინება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
უწყების განმარტებით, მომზადებული ანგარიში ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. სამინისტროს ცნობით, საქართველო ემზადება ორივე მიმართულებით ვალიდაციის უმაღლესი – ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად.
„საბჭოს წევრებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენი ეროვნული ვალიდაციის ანგარიშის დასრულებული პროექტი განიხილეს. ანგარიშში ასახული მონაცემებით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.
მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული B ჰეპატიტის მიმართულებითაც. საქართველომ უკვე შეასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები – ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს მიაღწია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 90.5%-ს შეადგენს.
საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს ვალიდაციის განაცხადის პროექტის წარმოდგენილი ვერსია. სხდომაზე აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს.
2015 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგები ამ მიმართულებით განხორციელებულ თანმიმდევრულ და მასშტაბურ სამუშაოს ასახავს. ამ პერიოდში შეიქმნა ძლიერი ეროვნული პროგრამა, მნიშვნელოვნად შემცირდა C ჰეპატიტის დაავადების ტვირთი, მიღწეულია B ჰეპატიტის კონტროლის მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები და ჩამოყალიბდა პროგრამის გრძელვადიანი მდგრადობისთვის აუცილებელი პოლიტიკა, სერვისები და ეპიდზედამხედველობის სისტემა.
საქართველოს გააჩნია ყველა ძირითადი წინაპირობა, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიიღებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მაღალი – ოქროს დონის (Gold Tier) საერთაშორისო აღიარებას.
აღნიშნული მიღწევა წარმოადგენს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
1789297316
ახალი ამბებიე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეთა საყურადღებოდ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
„14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“,...
1789295116
ახალი ამბებიდენიელ დრისკოლი აცხადებს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ისეთი მტკიცე არ არის, როგორც კიევს სურს
„აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულია მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის განმავლობაში დახმარება სრულად არ აკმაყოფილებდა კიევის მოლოდინებს“, - CBS News-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება აშშ...
1789293084
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებებს აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს
„გია ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, მან სა...
1789291141
ახალი ამბებიგივი მიქანაძე – გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ
„გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ“, – ამის შე...
1789288271
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხა...































