ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას.

მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

„ჩვენ ასეთი სცენარები არაერთი გვინახავს, როდესაც გარკვეული პირები მთავარი ამბიდან აქცენტის სხვაგან გადატანას ცდილობდნენ“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან პოლიტიკაში შევიდა.

„რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერანაირი განვითარება. ადამიანის პოლიტიკური კარიერა, რომლის წინააღმდეგაც არის ჯარის ძარცვის ბრალი წაყენებული, რა თქმა უნდა, დარჩება იქ, სადაც დაიწყო - „ასავალ დასავალთან“, „პატრიორტთა ალიანსთან“ დიტო ჩუბინიძესთან და მსგავს ოდიოზურ ფიგურებთან. ეს ვერანაირი პოლიტიკური პროცესში ვერ გადაიზრდება. სამწუხაროა ის, რომ საერთოდ ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილს ასეთ ბინძურ პოლიტიკური თამაშში. ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, რომ ზეთი და წყალი ერთმანეთში არ ერევა, ყველაფერი იზომება შედეგით“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789306860

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

ვატიკანში, საკვირაო ლიტურგიისას რომის პაპი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს გამოეხმაურა და 25 წლის წინ დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. ლეო XIV-მ სოლიდარობა გამოუცხადა მათაც, ვინც საზარელი თავდასხმე...

რომის პაპი

1789305122

ახალი ამბები

თურქეთში ლგბტქ+ ორგანიზაციების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს 26 ადამიანი დააკავეს - Reuters

თურქეთში 26 ადამიანი დააკავეს, ხოლო ლგბტქ+ ორგანიზაციის ექვს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, რეიდები დაკავშირებული იყო პროკურატურ...

თურქეთში ლგბტქ

1789301402

მსოფლიო

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა ოდესა დაბომბა

13 სექტემბრის დილით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი საჰაერო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი Telegram არხზ...

უკრაინული მხარის განცხადებით

1789298355

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ბარამიძეზე: ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ასეთ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგის ინტერესებს

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი. „ასე უაპელაციოდ, ასე...

გია ვოლსკი

1789297316

ახალი ამბები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეთა საყურადღებოდ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

„14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“,...

ეროვნული გამოცდები