ნიკოლოზ მეტრეველი: განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“
„როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.
„როგორც ჩანს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“.
დიახ, სწორად გაიგეთ, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმაზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, ახალგაზრდებზე და განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“. ეტყობა, როდესაც სათქმელის შინაარსთან საკამათო აღარაფერი გაქვს, ლექსიკოგრაფად უნდა გადაკეთდე და სიტყვების თვლა დაიწყო.
საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე რას შემოგვთავაზებენ, რამდენჯერ ჩაისუნთქა მინისტრმა, რამდენჯერ გაიხედა მარჯვნივ, ან რომელ წუთზე თქვა ერთი და იგივე სიტყვა მეორედ? სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს“, - წერს მეტრეველი.
1789298355
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ბარამიძეზე: ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ ასეთ მძიმე დანაშაულს, რასაკვირველია, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგის ინტერესებს
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძე პატიმრობაში რჩება. ბარამიძისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ანტიქართულ მიზნებზე საუბრობს მმართველი გუნდი. „ასე უაპელაციოდ, ასე...
1789297316
ახალი ამბებიე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეთა საყურადღებოდ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
„14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“,...
1789295116
ახალი ამბებიდენიელ დრისკოლი აცხადებს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ისეთი მტკიცე არ არის, როგორც კიევს სურს
„აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულია მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის განმავლობაში დახმარება სრულად არ აკმაყოფილებდა კიევის მოლოდინებს“, - CBS News-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება აშშ...
1789293084
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებებს აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს
„გია ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, მან სა...
1789291141
ახალი ამბებიგივი მიქანაძე – გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ
„გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, ამ თემაზე მთავრობას საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ“, – ამის შე...































