ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია - ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება
ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. კონკრეტულად ეს ადმინისტრაცია ამ ყველაფერზე ისედაც საუბრობდა. ერთადერთი, გასაკვირია ის, საქართველო რატომ არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია.
მისი თქმით, კარგია, რომ ამ საკითხზე აშშ-შიც საუბრობენ.
„ევრობიუროკრატების ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში, ყველაფერს რიცხავენ რუსულად; ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ ულტრამემარცხენე იდეოლოგია და მისი გავრცელება, ნებისმიერი, პოლიტიკოსი, ვისთვისაც მიუღებელია არალეგალი მიგრანტების უკონტროლოდ მიღება, პრორუსად ცხადდება. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი პრაქტიკაა და ძალიან კარგია, რომ ამაზე არამხოლოდ საქართველოდან ხდება საუბარი, არამედ აშშ-დანაც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1777296381
საზოგადოებაეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და...
1777295322
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია
„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...
1777295137
საზოგადოებათამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამ...
1777294782
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“
საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...
1777294086
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“
მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...


























