თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები
შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. შანხაის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ავიაკომპანია China Eastern-სთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„China Eastern-ი წარმოადგენს ახალ ავიაკომპანიას, რომელიც შემოდის საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულ ავიაკომპანიასთან დამატებითი მიმართულებებზე ვმუშაობთ. 2026 წლის პირველი კვარტალში ჩინეთთან მგზავრთნაკადი წარმატებული იყო და ზრდამ დაახლოებით 40%-ი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, რომ ზრდის ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
1777295322
ახალი ამბებიგურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია
„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...
1777294782
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“
საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...
1777294086
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“
მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...
1777293039
ახალი ამბებიკახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს
„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის...
1777292506
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: მივესალმებით ეროვნული ძალების გამოღვიძებას ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება
როცა ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილია, რომელ...



























