თენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“

საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, არ შექმნილა ახალი უწყება, შემოღებულია ახალი თანამდებობა, რომლის უზრუნველყოფასაც მთავრობის ადმინისტრაცია მოახდენს.

„გამოწვევები იმდენად დიდია და სამართალდამცავ ორგანოებში იმდენად დიდი სამუშაო სრულდება, იმის საჭიროება დადგა, რომ ამ პოსტის შემოღება მოხდეს. რაც შეეხება იმას, რომ აპარატიც არ გაიმეტესო, ეს სრულიად წარმოუდგენელი, დილიტანტური მსჯელობაა. ახალი უწყება კი არ შეიქმნა, ახალი თანამდებობა არის შემოღებული. თუ ამის უზრუნველყოფას მთავრობის ადმინისტრაცია მოახდენს, რა საჭიროა დამატებითი ხარჯები იყოს შემოღებული? – ასე შეიძლება მხოლოდ დილეტანტმა იმსჯელოს“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

 

საკანონმდებლო ინიციატივა უკავშირდება საკადრო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მამუკა მდინარაძემ ვიცე-პრემიერისა და, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777295322

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია

„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...

გურამ ნიკოლაშვილი

1777295137

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები

შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამ...

თამარ იოსელიანი

1777294086

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1777293039

ახალი ამბები

კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს

„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის...

კახა ლაბუჩიძე

1777292506

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მივესალმებით ეროვნული ძალების გამოღვიძებას ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება

როცა ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილია, რომელ...

არჩილ გორდულაძე