ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით წარადგინა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სანებართვო პირობების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაზრდა სათამაშო ბიზნესის სფეროში დადგენილი რეგულაციების უფრო ეფექტიან დაცვას და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას უზრუნველყოფს. ცვლილებების მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ადეკვატური და პროპორციული სანქციები დაწესდება. კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი; აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი; აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი გახდება.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. ცვლილების თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სახელწოდება - „ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს“ სახელწოდებით იცვლება. ამასთან, სააგენტო, რომელსაც დამატებითი ფუნქციები მიენიჭება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. შესაბამისად, სამინისტროს მის განკარგულებაში არსებული ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერისთვის განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების სააგენტოსთვის გადაცემა დაევალება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777295322

ახალი ამბები

გურამ ნიკოლაშვილი: ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქი - ეს პრიორიტეტია

„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი...

გურამ ნიკოლაშვილი

1777295137

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები

შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამ...

თამარ იოსელიანი

1777294782

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი - „საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით“

საჭიროება რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო მინისტრის, ამ თანამდებობას არც შემოვიღებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით...

თენგიზ შარმანაშვილი

1777294086

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია - „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია“

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს...

ხვიჩა კვარაცხელია

1777293039

ახალი ამბები

კახა ლაბუჩიძე: მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს

„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის...

კახა ლაბუჩიძე