ირაკლი გაბრიაძე: ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

„ბოლო 5 წელიწადში ზრდის ტემპი საშუალოდ 9.3% გვაქვს, რაც არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიისთვის და სწორედ ამ ტემპების შენარჩუნებაა მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ირაკლი გაბრიაძემ აღნიშნა, ამ ტემპების შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესის და მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ის მექანიზმები, რომლებიც გვქონდა აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რჩება და ემატება ახალი მექანიზმები, რომლითაც შევუწყობთ ხელს უკვე მთლიანად ეკონომიკას და არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.

ირაკლი გაბრიაძის თქმით, კორპორაციის გაფართოებული მანდატი ითვალისწინებს მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ისე მსხვილი სტრატეგიული პროექტებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„კორპორაციის ერთ-ერთი ფუნქციაც, რაც განუსაზღვრა მას საქართველოს მთავრობამ, არის ის, რომ კორპორაციამ ითამაშოს კატალიზატორის როლი, როდესაც საქმე ეხება მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს და წარმოადგინოს სახელმწიფო ამ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებში იმ დონეზე, რა დონეზეც იქნება საჭირო. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ენერგეტიკა და ვიცით, რომ გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა და მაგალითად ამ პროექტებში კორპორაცია ჩაერთვება როგორც შემკვრელი, წარმოადგენს სახელმწიფოს, დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და მოახდენს, რომ კერძო ინვესტიციის მობილიზებაც მოახერხოს პროექტებში, სახელმწიფოს ინვესტიციაც, თუ საჭირო იქნა, განახორციელოს და მართოს აღნიშნული პროცესი. ამ მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს რამდენიმე კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც ირაკლი გაბრიაძე აღნიშნავს, კორპორაცია მომდევნო ათწლეულში ეკონომიკაში 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას ისახავს მიზნად.

„ეს არის 40 მილიარდი ლარი, რომელიც გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით ამ თანხების ინვესტიცია განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ეს 40 მილიარდი ლარი იშლება კონკრეტული მიმართულებებით. მაგალითად, 16 მილიარდი ლარი გვინდა, რომ უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში, ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, მიკროსესხები, ამ მოცულობას შევუწყოთ ხელი. ასევე კიდევ 15-16 მილიარდი ლარის ფარგლებში გვინდა, რომ ბონდების გამოშვებით და ბონდების გამოშვების წახალისებით მოვახდინოთ ამ თანხების მობილიზება. დაახლოებით 7-დან 10 მილიარდ ლარამდე გვინდა, რომ ახალი მექანიზმებით - ეს არის პირდაპირი სესხები, ფონდებში ინვესტირება, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა მიმართულებები შევუწყოთ ხელი და მოხდეს ამ თანხების მობილიზება და მიმართვა კერძო სექტორისკენ.

გვინდა, რომ როდესაც კერძო კაპიტალის ფონდებზე ვსაუბრობთ, 10 წლის თავზე 1 მილიარდ ლარამდე გვქონდეს კერძო კაპიტალის ფონდებს ისეთ აქტივებში დაბანდებული, რომელიც გულისხმობს პირდაპირ წილობრივ მონაწილეობას. ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა განხორციელებადი. გვინდა, რომ 2000-ზე მეტ ექსპორტიორს დავეხმაროთ, რათა მათ გაზარდონ და გააფართოონ ან დაიწყონ ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი და სხვა ბაზრებზე შესვლა. ეს არის საკმაოდ ამბიციური გეგმები, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან ინტენსიური სამუშაოები განხორციელდა ბოლო 3 თვის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792738741

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

„გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ“, - განაც...

გია ვოლსკი

1792738390

ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ბრძოლის წინ – გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, რადგან მასზე მაღალი დონის მებრძოლი ვარ

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „აბუ დაბიში ყოფნა ძალიან მახარებს. საბრძოლო კვირეულის რუტინა მიმდინარეობს – ვარჯიშ...

მერაბ დვალიშვილი

1792736976

ახალი ამბები

ანზორ ჩუბინიძე: თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით „დიდი კედელი -2026“ საერთაშორისო ფორუმი ძალიან კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა,ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფ...

ანზორ ჩუბინიძე

1792735543

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს

„უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საკონსტიტუციო სარჩელის გაწ...

ნინო წილოსანი

1792734525

ახალი ამბები

ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე: პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავ...

ნინო წილოსანი