არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდიც და საზოგადოებაც მყარად დგას, არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს

„ბატონი ანიტა, რომელიც უკვე კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა საზოგადოების თვალში და პოლიტიკაშიც, თუ მას შეიძლება პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ვუწოდოთ, იმასაც კი ვერ ბედავს, რა დავალებაც მიიღო, გააჟღეროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ხაბეიშვილს მიღებული აქვს დავალება, რომ საქართველოში არეულობას ხელი შეუწყოს და ამ ყველაფრის ტირაჟირებაც უნდა მოახდინოს.
არჩილ გორდულაძის განმარტებით, ლევან ხაბეიშვილი ამას ვერ ბედავს და საუბრობს მშვიდობიან გადატრიალებაზე.
„მშვიდობიანი გადატრიალება რას ნიშნავს – ეს სიტყვათა წყობა ყველასთვის გაუგებარია. იმის თავიც კი არ აქვთ, რეალურად რა დავალებაც მიღებული აქვთ, ეს წარმოთქვან. რეალობა არის, რომ აგენტურის ნაწილს, რომლებიც წარმოადგენენ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიღებული აქვთ დავალება, რომ ერთი მხრივ, მუხტი ასწიონ, ამავდროულად, როგორმე გამიჯნონ მათი რიგებიდან „ლელოელი“ და გახარიელი ნაცები და ახლა ამ ყველაფრის მასკარადს ვხედავთ. აქვთ მცდელობა, საქართველოს მოსახლეობის თვალში როგორმე ეს ყველაფერი გაიმიჯნოს. ამავდროულად, ისაუბრონ და თითქოს ყური შეაჩვიონ გადატრიალებას, ამბოხს, ასეთია ის გაიდლაინი, რომლითაც „დიფ სთეითი“, სამწუხაროდ, თავისი აგენტურის მეშვეობით ცდილობს, ამბოხებები, გადატრიალებები და ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციები მოაწყოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მათ შორის წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ვნახეთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მომავალი აჩვენებს, ოპოზიცია გაიზიარებს თუ არა ხაბეიშვილის პოზიციას.
„მთავარია, ყველამ კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გუნდიც და ქართული საზოგადოებაც მყარად დგას და არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს ან მაიდანის მოწყობის მცდელობა ჰქონდეს. ასეთი იდეების და ყველანაირი ასეთი სურვილების განხორციელების მცდელობები ძირშივე აღკვეთილი იქნება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
1755764519
ახალი ამბებიძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ია ფარულავა: იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები
„იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები“, - ამის შესახებ, ძალადობრივი აქციების ორგანიზატორმა ია ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, ალასკაზ...
1755762198
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო: იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შ...
1755761489
ახალი ამბებიმთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვი...
1755759153
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2...
1755758314
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი
„ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი“, - განაცხადა საპა...