არჩილ გორდულაძე: სააკაშვილის თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე სააკაშვილი

„სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

„დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ სისტემური და სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელია, არამედ ახლა საპატიმრო დაწესებულებიდან მაოხრებელ გზირად არის გადაქცეული, რომელიც დროს არ კარგავს, რომ თავისი განცხადებებით დააზიანოს საქართველოს ინტერესები, მოსახლეობის მომავალი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარე მმართველობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მისი თითოეული განცხადება მცდელობაა, რომ როგორმე საქართველოს მომავალი ჩამოინგრეს.

ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი, რომ ის პარტია გაუქმდეს, რომელსაც მართავს უცხო ქვეყნის მოქალაქე, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არაფრად დაგიდევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781856226

საზოგადოება

საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულშ...

საქსტატი

1781854695

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო...

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

1781853313

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერ...

მაკა ბოჭორიშვილი

1781851647

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპ...

ირაკლი კობახიძე

1781851273

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

დაკავება