მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ამერიკელები ამას არ გაპატიებენ
პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან" და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ოპოზიციასთან ერთად, ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებიც „მობილიზებულები და მიმწოლები" უნდა იყვნენ.
„ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძნობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ, 20-ში არის წლისთავი გავრილოვის ღამის, იმედია, ხალხი ამას აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ჩვენ არასდროს მოვხრით თავს რუსეთის წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
1781857904
საზოგადოებასაქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შ...
1781856226
საზოგადოებასაქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულშ...
1781854695
ახალი ამბებისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო...
1781853313
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერ...
1781851647
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპ...




























