მიხეილ ყაველაშვილი: ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორ ყაველაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-თან ურთიერთობები დინამიკურად გაგრძელდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია. იტალია საუცხოოდ მასპინძლობს. პირველ დღეს საშუალება მქონდა თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავსწრებოდი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად.
ბევრი სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ამ ფორმატში. მეორე დღეს იტალიის პრეზიდენტის მიღება იყო. ასევე, დავესწარი ჩვენი სპორტსმენების, ფიგურული სრიალის მონაწილეების გამოსვლას. მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებზე.
ასევე, შესაძლებლობა გვქონდა, რომ გავსაუბრებოდით ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. იცით, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციასთან გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მათ შორის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების ნაწილში.
ჯეი დი ვენსმა კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მან იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
1770454593
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში
იმდენად მწირია ადამიანური რესურსი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით თითოეულ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი და რომელიც მუშაობს დღეს საუნივერსიტეტო სისტემაში, -...
1770453076
ახალი ამბებიპრემიერი: არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია
არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
1770452592
ახალი ამბებიკახა კალაძე ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში: ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა
დედაქალაქი მერი კახა კალაძე კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025“-ის ერთ-ერთ ნომინაციაში ონლაინ გამოცემა „პუბლიკისთვის“ პრიზის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა. ამის შესახებ მან მედიასთან ი...
1770452490
ახალი ამბებიკახა კალაძე: გარედან დაფინანსებულ აქციაზე „გამჭირვალობის კანონის“ გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ
თბილისის მერი მედიასთან ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თხოვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ქვეყნის ხელისუ...
1770452069
ახალი ამბებიპრემიერი: გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....































