არჩილ გორდულაძე – სიძულვილის ენას ვინც ახალისებს, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს, კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით მკაფიო ხაზია გავლებული, რა არის გამოხატვის თავისუფლება და სხვათა უფლებები

სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სამმართველომ ეფექტურად იმოქმედოს და სიძულვილის ენის წინააღმდეგ იბრძოლოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.

„სტრასბურგის სასამართლო მის მიერვე დადგენილ პრაქტიკას მიჰყვება. მაგალითად, ბოლოს მიღებული იყო საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, რომელიც სწორედ შეურაცხყოფას ეხებოდა და მე-10 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ზუსტად იგივეა სლოვენიის შემთხვევაც, სლოვენიაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ პირის მიმართ, რომელიც ინტერნეტის საშუალებით კონკრეტულ პიროვნებებს შეურაცხყოფას განგრძობითად აყენებდა. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-10 მუხლი, ანუ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად. აქ აუცილებელია სასამართლოს დასაბუთება, ყურადღება ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს, შეურაცხყოფის ხარისხს და ასე შემდეგ. ქართული კანონმდებლობა გარკვეულ შემთხვევაში, გულისხმობს შეურაცხყოფის დასჯადობას ადმინისტრაციული, ზოგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის წესით. ასეთია მოსამართლის შეურაცხყოფა დარბაზში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას. ეს სრულად შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. სამმართველომ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია შექმნილი, მნიშვნელოვანია, ეფექტურად იმოქმედოს და იბრძოლოს სიძულვილის ენის წიმააღმდეგ, რომლის მიზანია არა აზრის დაფიქსირება, არამედ უწყებების, კონკრეტული პირების შეურაცხყოფა.

ეს ყველაფერი გარედანაც წახალისებულია. როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ევროპული კონვენციით ერთმანეთისგან გამიჯნულია, რა არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ასევე სხვათა უფლებები. მკაფიო წითელი ხაზია გავლებული. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს, რა ჩაითვალოს გამოხატვის თავისუფლებად და მის ლეგიტიმურ, კანონიერ შეზღუდვად მაშინ, როცა საქმე ეხება სხვათა უფლებების დაცვას. ამ მიდგომას სტრასბურგის სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებენ, ასეთი დადგენილი პრაქტიკაა ქართული სასამართლოების მიერ. სიძულვილის ენის მხარეს ვინც დადგა, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობა“, სამართალთან კიდევ ერთხელ დამარცხდა. სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783603136

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიო...

თორნიკე ჭეიშვილი

1783602431

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

კურსი

1783601638

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას,...

 ლაშა ხუციშვილი

1783600535

ახალი ამბები

ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სის...

ბაჩანა სურმავა

1783599470

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ს...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო