ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას, ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიკავებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის დაკავშირებადობის/ენერგეტიკულ პროექტებზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის დაკავშირებადობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო, საპორტო პროექტებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და მასში ინვესტირების მნიშვნელობას.

ფინანსთა მინისტრმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783602431

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

კურსი

1783600535

ახალი ამბები

ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სის...

ბაჩანა სურმავა

1783599470

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ს...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1783598902

საზოგადოება

სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაც...

მერაბ დვალიშვილ

1783598886

ახალი ამბები

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა