საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა - გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია არჩევნების მთლიანობის პროექტისა და კარტერის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი შარაბიძემ პრეზენტაციის - „საქართველოს საარჩევნო გამოცდილება - ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები“ წარდგენისას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელსაც ადმინისტრაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად ახორციელებდა. გიორგი შარაბიძის გამოსვლის შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მან მონაწილეების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო მთლიანობა კენჭისყრის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მდგრადობა: დამოუკიდებლობა პრაქტიკაში, ამომრჩეველთა ნდობის გაღრმავება საარჩევნო პროცესის მიმართ, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და მისი ხელმისაწვდომობა და ა.შ.

საარჩევნო მთლიანობის პროექტის (The Electoral Integrity Project) მიზანია ინოვაციური და საარჩევნო კვლევების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ კანადისა და ავსტრალიის კვლევითი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მე-6 ყოველწლიური ვირტუალური საარჩევნო კონფერენცია 6-9 ივლისს გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783602811

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე – სიძულვილის ენას ვინც ახალისებს, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს, კონსტიტუციით, ევროპული კონვენციით მკაფიო ხაზია გავლებული, რა არის გამოხატვის თავისუფლება და სხვათა უფლებები

სიძულვილის ენას ვინც ახალისებენ, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხონ. მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სამმართველომ ეფექტურად იმოქმედოს და სიძულვილის ენის...

არჩილ გორდულაძე

1783602431

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

კურსი

1783601638

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას,...

 ლაშა ხუციშვილი

1783600535

ახალი ამბები

ბაჩანა სურმავა: სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში, ინტერნეტში შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის 6 თვიანი პატიმრობის შეფარდებით, გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას აქვეყნებს ინტერნეტის გამოყენებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სის...

ბაჩანა სურმავა

1783599470

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ს...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო