სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
1783598902
საზოგადოებასპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაც...
1783598886
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...
1783596233
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია
მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომ...
1783595509
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას
„ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, - აცხადებს ეკონომიკისა...
1783593869
ახალი ამბებიშპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა
თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანს...



























