სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის, მებრძოლებს - მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა.
მინისტრმა მერაბ დვალიშვილს ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა. შალვა გოგოლაძემ ლევან ჩოხელს UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგება მიულოცა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც. მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, მან საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა, 11 ივლისს კი RAF-ის ღონისძიების ფარგლებში ამერიკელ ჰენრი სეჰუდოს შეხვდება.
ხოლო ლევან ჩოხელს UFC-ში დებიუტი წელს ჰქონდა, მან სადებიუტო ბრძოლაში ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.
სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
1783599470
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული ს...
1783598886
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პარიზში გაემგზავრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...
1783596233
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია
მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომ...
1783595509
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას
„ჩენდლერის ინსტიტუტის ინვესტიციების მოზიდვის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად მე-12 ადგილს იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას“, - აცხადებს ეკონომიკისა...
1783593869
ახალი ამბებიშპს „ეკოსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლდა - კომპანიას 40-მდე ერთეული ტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება დაემატა
თბილისის გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალიზებული საავტომობილო პარკი განახლდა - კომპანიამ შეიძინა 40-მდე ერთეული სატრანს...



























