არჩილ კალანდია: ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და ანკარას შორის - მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი

 ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის. მოხარულები ვართ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი და ამა წლის ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეისები ანკარასა და თბილისს შორის, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ, თბილისსა და ანკარას შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისების დაწყების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ კალანდიამ ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარული ავიარეისების აღდგენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოგეხსენებათ შარშან 1 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია თურქეთიდან საქართველოს, გარდა ამისა გააქტიურდება ბიზნესკონტაქტები, კიდევ უფრო გაუადვილდებათ ქართველ ტურისტებს ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე წვდომა, ანკარისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობა. ასევე მნიშვნელოვანია სამეციდინო ტურიზმის განვითარების კუთხითაც და ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ანკარის შესაბამის კლინიკებთან. ასე რომ, ყოველმხრივ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია აღნიშნული პირდაპირი ავიამიმოსლის აღდგენა“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა - თბილისი - ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756138645

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან

 „ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახია ხელვაჩაური. აქედან იწყება ჩემი ბავშვობა, აქ დავიბადე და გავიზარდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდ...

ზაზა დიასამიძე

1756137496

ახალი ამბები

მაია ბითაძე: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა სცენარი კრახისთვის არის განწირული

 „ნებისმიერ შემთხვევაში, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა მათი სცენარი კრახისთვის არის განწირული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წე...

მაია ბითაძე

1756134643

ახალი ამბები

ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო...

ცესკო

1756130263

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა რუსთაველზე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა. „რასაც დასთესავ იმას მოიმკი“!...

ააა

1756129213

ახალი ამბები

ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლი...

პოლიცია