მაია ბითაძე: რადიკალური ოპოზიცია, კარდაკარ სიარულის პარალელურად ოცნებობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩამოერთვას საქართველოს მოსახლეობას, რას ფიქრობენ, რომ ამის გამო მისცემენ ადამიანები ხმას?!

„რადიკალური ოპოზიცია, კარდაკარ სიარულის პარალელურად ოცნებობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩამოერთვას საქართველოს მოსახლეობას, რას ფიქრობენ, რომ ამის გამო მისცემენ ადამიანები ხმას?!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შანტაჟს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე ნულოვანი გავლენა ექნება.
„გასულ წელს და წინა წლებში, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი შეფასებები გვქონდა უკრაინა-მოლდოვასთან და სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ჩვენ გვაშანტაჟებდნენ და ახალ-ახალ რესურსს იყენებდნენ ამ მიზნით.
მიკვირს, ევროკავშირის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ შანტაჟს ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაზე, რატომ ვერ აცნობიერებენ, რომ ერთი და იგივე წყალში ერთი და იგივე სცენარით შესვლა არის აბსოლუტურად ფუჭი.
გახსოვთ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენი იწვალა, კარდაკარ იარეს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, შემდეგ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა, გახსოვთ რაზე იყო საუბარი, რომ უკრაინა-მოლდოვა აშენდებოდა ამ მოლაპარაკების გახსნის შემდგომ, რეალურად კი, გული მტკივა, როდესაც წარმოვიდგენ რა მდგომარეობაშია უკრაინელი ერი.
არც მოლდოვას აქვს დალხენილი მდგომარეობა, მათ შორის ეკონომიკურად, ხოლო საქართველო ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, ეკონომიკურ წინსვლას, მილიონი შესაძლებლობა იკვეთება ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
ჩვენი რადიკალური ოპოზიცია კარდაკარ სიარულის პარალელურად ოცნებობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩამოერთვას საქართველოს მოსახლეობას და რას ფიქრობენ, რომ ამის გამო მისცემენ ადამიანები ხმას?! საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრია, რომ საინტერესოც აღარ არის ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არამედ ევრობიუროკრატების მხრიდანაც, რადგან ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევრობიუროკრატები გონიერებას შეინარჩუნებენ და ზიანს არ მიაყენებენ თვითონ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, აქ საუბარია ბევრად მასშტაბურ, ფართო მოცემულობაზე, რომელიც ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნის სტატუსს, ნდობას და მის შემდგომ განვითარებას და გაძლიერების პერსპექტივას ეხება.
სწორედ ამ საკითხს აყენებენ ევროკავშირის ის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას, როგორც ბოლო ინსტრუმენტს იყენებენ საქართველოს მოსახლეობის დასაშანტაჟებლად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაზე რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, ამას წყალი არ გაუვა“, - აღნიშნავს ბითაძე.
1756138645
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან
„ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახია ხელვაჩაური. აქედან იწყება ჩემი ბავშვობა, აქ დავიბადე და გავიზარდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდ...
1756137496
ახალი ამბებიმაია ბითაძე: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა სცენარი კრახისთვის არის განწირული
„ნებისმიერ შემთხვევაში, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა მათი სცენარი კრახისთვის არის განწირული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წე...
1756134643
ახალი ამბებიცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო...
1756130263
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა რუსთაველზე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა. „რასაც დასთესავ იმას მოიმკი“!...
1756129213
ახალი ამბებიავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი
ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლი...