გიორგი კახიანი: ჩემი აზრით, ოპოზიციისგან იქნება რევოლუციის მცდელობები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება და რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ დამხობაზე, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს

 ჩემი აზრით, ოპოზიციისგან იქნება რევოლუციის მცდელობები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ დამხობაზე, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, ოპოზიციას არც არჩევნების და არც მშვიდობიანი დამხობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს.

„ის, რაც ოპოზიციისგან გვესმოდა წინა პერიოდში, ყველა არჩევნების წინ, ის გვესმის ახლაც. ყოველთვის ჰქონდათ ასეთი მცდელობები.

ჩემი აზრით, ოპოზიციისგან იქნება რევოლუციის მცდელობები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ დამხობაზე, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. სიტყვა დამხობის ხმარებას ძალიან შეეჩვივნენ და როდესაც დამხობაზე ვსაუბრობთ, ეს რომ სისხლის სამართლის დანაშაულია მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული და ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ბუნებრივია მოჰყვება შესაბამისი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

ტერმინი - მშვიდობიანი დამხობა ცოტა სასაცილოცაა. როგორ შეიძლება დამხობა იყოს მშვიდობიანი?! დამხობა თავისთავად ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ცვლილებას გულისხმობს. ამის მცდელობა ბევრჯერ ჰქონიათ. რეალურად ოპოზიციაში მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთვის შანსი შეიძლება იყოს რევოლუციურ გზებში და ე.წ. მშვიდობიან დამხობებში. არც არჩევნების გზით აქვთ მათ რაიმე შანსი ხელისუფლებაში მოსვლის და მშვიდობიან დამხობაზე საუბარიც არაა“,- განაცხადა კახიანმა.

კახიანმა ასევე გაიხსენა მედიაში ადრე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის თანახმად IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელიც რევოლუციურ სცენარებს ითვალისწინებდა.

„მაშინ თითქოს ამას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, მაგრამ დღეს დადასტურდა ეს გეგმა, რომ მართლა არსებობს, რეალურია და მართლა ამაზე ფიქრობენ. აქციების თარიღიც კი იგივე დაასახელა ოპოზიციამ - 13 სექტემბერი. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა, რომ ეს ისევ და ისევ არის გარედან სამოქმედო გეგმებით მართული ძალა და ის, რომ მათთვის სხვა ალტერნატივა, გარდა რევოლუციური გზებისა, აქციებისა და დამხობისა არ არსებობს“, - აღნიშნა კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756138645

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან

 „ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახია ხელვაჩაური. აქედან იწყება ჩემი ბავშვობა, აქ დავიბადე და გავიზარდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდ...

ზაზა დიასამიძე

1756137496

ახალი ამბები

მაია ბითაძე: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა სცენარი კრახისთვის არის განწირული

 „ნებისმიერ შემთხვევაში, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა მათი სცენარი კრახისთვის არის განწირული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წე...

მაია ბითაძე

1756134643

ახალი ამბები

ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მიიღო დადგენილებები პარტიული სიებისა და საარჩევნო...

ცესკო

1756130263

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა რუსთაველზე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა. „რასაც დასთესავ იმას მოიმკი“!...

ააა

1756129213

ახალი ამბები

ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლი...

პოლიცია