„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან

 „ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე, ჩემი ოჯახია ხელვაჩაური. აქედან იწყება ჩემი ბავშვობა, აქ დავიბადე და გავიზარდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზაზა დიასამიძემ განაცხადა, რომელიც მეორე ვადით მერობისთვის ემზადება.

ზაზა დიასამიძის თქმით, მისთვის ხელვაჩაურის მერობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.

„უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყოველდღიურ ცხოვრებას, ვინაიდან მე მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მემსახურა ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის, რათა ვემსახურო მას უკეთესი განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის. იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან, შენს უახლოეს ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და იცხოვრე“,- აცხადებს ზაზა დიასამიძე.

ზაზა დიასამიძის განცხადებით განათლების მიმართულება მომავალშიც პრიორიტეტული იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

„მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც დაწყებით სკოლებში, ისე სკოლებში იმ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება როგორიც არის საკლასო ოთახების კეთილმოწყობა, მიმდებარე ტერიტორიების გალამაზება, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო ეფექტურად, მიზანმიმართულად განხორციელდება“,- აღნიშნავს ზაზა დიასამიძე.

ზაზა დიასამიძე აცხადებს, რომ სულ მალე საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ექნება თანამედროვე სტანდარტების სტადიონი.

„ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი, საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. სტადიონის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და უკვე შემდეგი თვეებიდან დაიწყება საფეხბურთო კლუბ „მაჭახელას“ სტადიონის მშენებლობა, სადაც მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი თავისი გასახდელებით, საშხაპეებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა ზაზა დიასამიძე.

ზაზა დიასამიძის განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა და ბინებით სულ მალე კიდევ 90 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„სოფელ კაპრეშუმში დასრულების ეტაპზეა 90 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც 90 ეკომიგრანტი მიიღებს სრულად გარემონტებულ ბინას და ვიმედოვნებთ, რომ ადრე შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოსთვის, ეს 90 ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებში შევა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კიდევ ორი სოციალური კორპუსის მშენებლობა. ერთი კვირის წინ კი ჩვენ უკვე დავიწყეთ მესამე სოციალური კორპუსის მშენებლობა. წლების განმავლობაში 65 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში. იქ უკვე დაიწყო 114 ბინიანი სოციალური კორპუსის მშენებლობა და პროექტი მოიცავს 114 ოჯახისთვის სრულად გარემონტებული ბინების გადაცემას“,- აცხადებს ზაზა დიასამიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756130263

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა რუსთაველზე საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე 24 აგვისტოს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა. „რასაც დასთესავ იმას მოიმკი“!...

ააა

1756129213

ახალი ამბები

ავარია ასპინძა-ახალქალაქის გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანი კი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლი...

პოლიცია

1756128205

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1756125128

ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეორგოლზე: პირველ რიგში, ეს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ, სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება ევროპული ორგანიზაციებიდან მოდის, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ევროკავშირის დაფინან...

კახა კალაძე

1756122728

ახალი ამბები

კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუსის ხელმძღვანელად წარდგენის შესახებ: გულწრფელად ვუსურვებ მამუკას წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებას უსურვებს მამუკა...

კახა კალაძე