ავალიანის საქმის მოსამართლე: რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული, სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია

ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია.

„საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის ცოცხალი და სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული. ბრალდებულებს რომ ეთქვათ ერთი სიტყვა, თუნდაც ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს. ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული. მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს დაზარალებულის ოჯახის წევრებს „თვალებს უქაჩავდნენ“, მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ცოცხალი ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით. სასამართლო, რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება. სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში. არაერთი მოწმე გამოიკითხა. ყველამ თქვა, რომ არასოდეს შეშლია გიგა ავალიანს ქცევის წესი – იყო მითითებები, რომ ახალგაზრდა პედაგოგს რამე არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან. საქმის მასალებით ეს არ დგინდება“, – განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ათი წლითა და ექვსი თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი