თეთრი სახლი: საიდუმლო წინადადება, რომელიც აშშ-მა ირანისგან მიიღო, „მოლაპარაკებისთვის მისაღები საფუძველია“
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ მას არ შეეძლო აშშ-ისრაელის მხრიდან დაბომბვები აეტანა.
„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ ირანელებისგან მივიღეთ წინადადება, რომელიც მოლაპარაკებებისთვის მისაღებ საფუძვლად განისაზღვრა“, - განაცხადა ლევიტმა პრესკონფერენციაზე.
ის ასევე გამოეხმაურა ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ 10-პუნქტიან წინადადებას, რომელიც ირანმა აშშ-სთან გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად შეიმუშავა. ლევიტის თქმით, ირანის სახელმწიფო მედიის წინადადება განსხვავდება იმ წინადადებისგან, რომელიც თეირანმა გუშინ აშშ-ს გაუგზავნა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ირანმა დღეს, 8 აპრილს, აშშ-ს 10-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა, რომელიც „ფუნდამენტურად არასერიოზული“ იყო და „პრეზიდენტმა ტრამპმა, ფაქტობრივად, ნაგავში მოისროლა“.
მან არ დააკონკრეტა, იყო თუ არა ეს ირანული მედიის მიერ გავრცელებული წინადადება, თუმცა გაიმეორა, რომ აშშ ირანის შემდგომ შეთავაზებას უფრო სერიოზულად აღიქვამს.
„პრეზიდენტის წითელი ხაზები, კერძოდ, ირანში გამდიდრების დასრულება, არ შეცვლილა. ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული 10-პუნქტიანი წინადადება მოიცავდა თეირანის გამდიდრების უფლების აღიარებას“, - განაცხადა ლევიტმა.
„პრეზიდენტი მხოლოდ ისეთ შეთანხმებას დადებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ემსახურება და მისი მოლაპარაკების გუნდი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამ ძალისხმევაზე გაამახვილებს ყურადღებას, სანამ ჰორმუზის სრუტე ყოველგვარი შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე ღია დარჩება“, - აღნიშნა მან.
1775672057
ახალი ამბებიავალიანის საქმის მოსამართლე: რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული, სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია
ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა სა...
1775668034
ახალი ამბებიპროკურატურა: გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს - 6 წლით და 9 თვით
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზების...
1775667423
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პი...
1775666157
მსოფლიოტრამპი: აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან მალე გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები „ძალიან მალე“ გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-ისთვის მიცემულ კომენტ...
1775663078
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა
საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელ...































