მეუფე შიო: როგორი ყოვლადმოწყალეა ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება ჩვენი სულის ცხონებისათვის, სხეულის გაძლიერებისთვის - ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას

„როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის, ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!

...საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი...“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდ ოთხშაბათს, შვიდგზის ზეთისცხების მსახურების წინ სამების ტაძარში ქადაგებისას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში. აი, მაგალითად, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს სცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენც ასე გვიანდერძეს.

შეგახსენებთ, რას წერს, როგორ გვმოძღვრავს წმინდა იაკობ მოციქული: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა (ე. ი. ეკლესიის მღვდლებს), რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება“ (იაკ. 5, 14-15), - აი, მოციქულის სიტყვები.

მაშასადამე, ჩვენ მოვუწოდებთ არა იმას, ვინც მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც სცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის და არა სხვა ვინმეს სახელით. სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე, როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი, როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული.

რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას?

საერთოდ, სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება: ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, მისი განგებულებით არის ასე და ჩვენი ვალია, მივიღოთ რწმენით და მორჩილებით.

რისთვის სჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე?

ეს უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში, იქამდე გვესაჭიროება მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში. უფალმა, გაითვალისწინა რა ეს ჩვენი უძლურება, იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე, როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გადმოდის მასზე და ის აღასრულებს ამ საიდუმლოებას და კურნებას.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის და ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!

დღეს ჩვენ მოვისმენთ სახარებებს, სამოციქულოებს, სადაც საუბარია სინანულზე. ამიტომ ვეცადოთ, რწმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლო და ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას.

წარმოიდგინეთ, რა დასანანი, რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენნაირ მოკვდავ ადამიანებს უფრო ვუსმენთ ხოლმე, მათ დარიგებებს, მათ რჩევებს (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა), მათ შორის, ექიმებს, თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის მცნებებს უგულებელვყოფთ, რა თქმა უნდა, ეს სავალალო და სამარცხვინოა ჩვენთვის.

ასე რომ, მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება, რათა საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - იქადაგა მეუფე შიომ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი