პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე
პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაავრცელა.
„კვებასთან დაკავშირებით, დიახ, გვქონდა გარკვეული პრობლემები. მას შემდეგ, რაც მე ჩავიბარე იუსტიციის მინისტრის პოსტი, პირველი გამოწვევა, რაც შემხვდა, იყო სწორედ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში. კონკრეტული კომპანია, რომელიც გამოვლინდა 3 წლის წინ გამარჯვებულად ტენდერში, გარკვეული პერიოდის შემდგომ მან დაიწყო სისტემატურად არსებული ხელშეკრულების დარღვევა... 2025 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ ბაზრის კვლევა, რათა ბაზარზე მოგვეძიებინა ისეთი კომპანიები, რომლებიც შეძლებდნენ კვალიფიციურად და მაღალი ხარისხით მომსახურების გაწევას... 2026 წლის 11 მარტს ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ხელშეკრულება კომპანიასთან და დროებით გადაუდებელი ხელშეკრულება დავდეთ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებდა პირობებს, და უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ჩვენ ორ ნაწილად გავყავით – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული პენიტენციურ დაწესებულებებში სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუ წარმოიქმნება რაიმე სახის კრიზისული ვითარება, უფრო მარტივად ვმართოთ ასეთი სიტუაციები... ტენდერი ყველასთვის ღიაა, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მიიღოს მონაწილეობა და სულ მალე გვეცოდინება ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სახელები და იმედი გვაქვს, რომ უკვე მსგავსი ტიპის დარღვევები აღარ იქნება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































