ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ და პირველ რიგში, გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები. უამრავი ბედნიერი დღე აღგენიშნოთ საკუთარ ჭერქვეშ. სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდებიან შვილები, იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ ეს დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი, სხვებთან ერთად, წლების წინ ჩუღურეთის რაიონში, ყოფილ ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელ პირობები არ არსებობდა. ამასთან, ნაგებობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება იყო ძალიან რთული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები.

„ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი, ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს

. ეს დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული, ასევე, კომპანია „ალფა ფროფერთის“ წარმომადგენლებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის.

ღონისძიების დასასრულს დედაქალაქის მერი წულაიების ოჯახსაც ესტუმრა და მათი საცხოვრებელი ბინა დაათვალიერა.

ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.

აღნიშნულ მისამართზე სულ 118 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ „გარდენ ჰილსში“ გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.

ბინების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781082172

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!

ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შ...

შალვა პაპუაშვილი

1781080611

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი...

 ვაჟა სირაძე

1781079961

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს საქ...

შალვა პაპუაშვილ

1781078349

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - გ...

შალვა პაპუაშვილი

1781078334

ახალი ამბები

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო ს...

მაკა ბოჭორიშვილი