შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

საკითხი კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააცნო.

მისი განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად: „ორმა ან ორზე მეტმა კომიტეტმა ამ მუხლის შესაბამისად შეიძლება შექმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ამ შემთხვევაში აღნიშნული კომიტეტები ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტენ ცალ-ცალკე, ხოლო თითოეული ასეთი საკითხი გადაწყვეტილად მიიჩნევა, თუ ყველა ეს კომიტეტი მას ერთგვაროვნად გადაწყვეტს“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგი ცვლილება პლენარული სხდომის სხვა დღეს ჩანიშვნას შეეხება და შესაბამისი ნორმა შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა ან პარლამენტის ბიურომ შეიძლება შეცვალოს პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის განრიგი“.

მისი განცხადებით, ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგლამენტის 108-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით - „საკანონმდებლო პაკეტის განხილვისა და მიღების თავისებურებანი“. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წესი ასევე გავრცელდება საკანონმდებლო პაკეტში შემავალ იმ პროექტებზე, რომლებსაც პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.
113-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, თუ კანონპროექტის თაობაზე მიღებულია დაჩქარებული განხილვის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ იგი არ იქნა განხილული პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პარლამენტის ბიურო მისი განხილვის ახალ ვადას განსაზღვრავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინტერპელაციის დროს შეკითხვის ავტორს 5 წუთი მიეცემა, ნაცვლად 3 წუთისა, დაზუსტებისთვის კი - 2 წუთი, ერთი წუთის ნაცვლად. ასევე, 5 წუთიდან 10 წუთამდე გაიზარდა ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის გამოყოფილი დრო.

მისივე თქმით, ცვლილება შედის რეგლამენტის მე-200 მუხლში, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის არჩევის წესს. კერძოდ, ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის არჩევისთვის პირველივე ჯერზე საკმარისი იქნება 50 ხმა, ხოლო სხვა სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატების ასარჩევად - 76 ხმა.

შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო პროექტში შესული რედაქციული ცვლილებები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781080611

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი...

 ვაჟა სირაძე

1781078349

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - გ...

შალვა პაპუაშვილი

1781078334

ახალი ამბები

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1781077331

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი პატიმრების რაოდენობა გაზრდილია და იცით, რატომ არის გაზრდილი - იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ არ ვცდები, უკვე 2 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული...

შალვა პაპუაშვილი

1781076974

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“. „ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ,...

შალვა პაპუაშვილი