სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია, - განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.

საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781082815

ახალი ამბები

ავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“

ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბი...

კახა კალაძე

1781082172

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!

ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შ...

შალვა პაპუაშვილი

1781079961

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს საქ...

შალვა პაპუაშვილ

1781078349

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - გ...

შალვა პაპუაშვილი

1781078334

ახალი ამბები

სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო ს...

მაკა ბოჭორიშვილი