შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!
ევროკავშირი ითხოვს სანქციები დავუწესოთ რუსეთს, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო - თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლი უკვე ბევრჯერ დაარღვია და ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკას უმწიფარი უწოდა.
„საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. როდესაც შემოიღეს სავიზო რეჟიმი, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა ბრიუსელში მაინც და მაინც აღარ არსებობს. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები, სპეციალურად საქართველოში, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომლებიც ტექნიკური ხასიათისაა, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს, რაც კი არსებობს ევროკავშირი, ვიზა და უვიზობა, არასდროს არსებობდა. ქართველი ხალხი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შეექმნათ და მოერგოთ საქართველოსთვის. ესეც მეორე დარღვევა. მესამე, ამ პოლიტიკური კრიტერიუმებით, თავისი ჭკუით და აზრით, გაიხსნეს თავისუფლება, რომ რასაც უნდათ იმას მოგვთხოვენ. ახლა ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი. ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლაო. თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?! გასაგებია, რომ ჩვენ ქვეყანას ვერ დავანგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს პოლიტიკურ იარაღად, რაც კიდევ მესამე დარღვევაა. ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის. ამიტომ არის, რომ რუბიო კაია კალასს არც კი ხვდება, შეხვედრის ღირსადაც კი არ თვლიან", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1781082815
ახალი ამბებიავარიულ შენობაში მცხოვრებ 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა - „ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა“
ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი დღეიდან კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ ცხოვრებას. ინფორმაციას თბი...
1781080611
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი...
1781079961
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი კომიტეტის წევრებს საქ...
1781078349
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - გ...
1781078334
ახალი ამბებისტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო ს...


























