ავთანდილ კასრაძე: იაპონიის მაღალტექნოლოგიურ და მასშტაბურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრის მთავარ თემას GITA-სა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი მიმდინარე პროექტი „საქართველოში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება” წარმოადგენდა.
მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები და ის ძირითადი აქტივობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში უფრო მდგრადი და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, რომ იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს.
მისივე განმარტებით, პრიორიტეტულია ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და იაპონიის მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
1778829858
ახალი ამბებისამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო...
1778829679
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმ...
1778829606
ახალი ამბები„ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა“ - ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა...
1778828577
მსოფლიოტრამპი: სი ძინპინი ჩემი ძველი მეგობარია, მე დიდ პატივს ვცემ მას
ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სი ძინპინმა ვიზიტს „ისტორიული და მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანამ უნდა გა...
1778827883
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხე...































