საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

გენერალური პროკურორი ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და შესრულებული და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, თბილისის პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა შენდება, რომელიც მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. უკვე არაერთი წელია რაიონული პროკურატურების თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.

ასევე, ახალ შენობაში მოეწყობა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი ასევე, მოქალაქეთა მისაღები, სადაც პროკურატურაში მისული მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.

პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურის ახალი შენობა და კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის თანამშრომლების საქმიანობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778829858

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო...

 დაკავებულია 5 პირი

1778829679

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმ...

ძებნილი პირი დააკავეს

1778829606

ახალი ამბები

„ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა“ - ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

1 პირი დააკავეს

1778828577

მსოფლიო

ტრამპი: სი ძინპინი ჩემი ძველი მეგობარია, მე დიდ პატივს ვცემ მას

ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სი ძინპინმა ვიზიტს „ისტორიული და მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანამ უნდა გა...

დონალდ ტრამპი

1778827883

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხე...

მიხეილ სარჯველაძე