სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები.
ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1778829606
ახალი ამბები„ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა“ - ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა...
1778828577
მსოფლიოტრამპი: სი ძინპინი ჩემი ძველი მეგობარია, მე დიდ პატივს ვცემ მას
ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის მეორე დღეს დონალდ ტრამპი სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სი ძინპინმა ვიზიტს „ისტორიული და მნიშვნელოვანი“ უწოდა. მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანამ უნდა გა...
1778827883
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხე...
1778826744
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგი...
1778823937
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ორმაგი სტანდარტიც არაა, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ
„არც ორმაგი სტანდარტია, აქ არის უსტანდარტობაზე საუბარი, როდესაც მედიის წარმომადგენლებს დაშვება არ ეძლევათ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდ...































