ბაჩო ოდიშარია: დიფ სთეითმა ნეპალში დაიწყო რეჟიმის ცვლილების ორკესტრირება, რადგან დამოუკიდებელი ინტერნეტი ამერიკისთვის კონტროლის დაკარგვას და სხვა ქვეყნებისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნიდა

„დიფ სთეითმა“ ნეპალში რეჟიმის ცვლილების მცდელობა დაიწყო. ქვეყანაში გასულ წელს მივიდნენ ამ მიმართულებით კარგად ცნობილი ფიგურები: ვიქტორია ნულანდი (ევრომაიდანი), სამანტა პაუერი (USAID) და დონალდ ლუ (პაკისტანი). მანამდე იქ უკვე მოქმედებდა NED, USAID და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფდნენ მედიის, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ NED-მა გასულ წელს ორ მილიონ დოლარამდე დახარჯა“, - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია.
მისივე თქმით, ნეპალის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ინტერნეტ-ზონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აშშ-ისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცეოდა - დაკარგული კონტროლი დაზვერვასა და საინფორმაციო ნარატივებზე, ასევე პრეცედენტი, რომელსაც სხვა ქვეყნებიც მიბაძავდნენ.
„ნეპალი, რომელიც ინდოეთისა და ჩინეთის შუაში მყოფი გეოპოლიტიკური ბუფერული ზონაა, ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია მისი ჰიდროენერგიის, წყლის რესურსების თუ სავაჭრო გზების გამო, ამიტომ, მისი სუვერენული დამოუკიდებლობა თუ ჩინეთის ან ინდოეთის გავლენის სარტყელში მოქცევა ამერიკისთვის არის პრობლემა. ნეპალის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელი ინტერნეტ ზონა შეექმნა (ჩინეთის მსგავსად), რაც შესაბამისად დიდი თავის ტკივილი იქნებოდა ამერიკისთვის, რადგან დაკარგავდნენ კონტროლს როგორც დაზვერვაზე, ისე ნარატივების შექმნაზე და რაც მთავარია, ეს იქნებოდა პრეცედენტი, რომელიც სხვა ქვეყნებსაც გაუჩენდა სურვილს ინტერნეტის დამოუკიდებლობის მოპოვებაზე. შესაბამისად დიფ სთეითმა დაიწყო მისთვის საყვარელი საქმე - რეჟიმის ცვლილების ორკესტრირება.
ნეპალში გასულ წელს გზავნიან სახელმწიფო გადატრიალების პროფესიონალ აგენტებს, ვიქტორია ნულანდს (ევრომაიდანი), სამანტა პაუერს (USAID), დონალდ ლუს (პაკისტანის გადატრიალება); მანამდე რასაკვირველია იქ ჩანერგილია NED, USAID, სხვა ენჯიოები, რომლებიც ფულს ხარჯავენ და ატრენინგებენ მედიას, აქტივისტებს, ოპოზიციურ ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადოებას. მხოლოდ გასულ წელს, NED ოფიციალურად ხარჯავს ორ მილიონ დოლარამდე აქტივიზმის გასაძლიერებლად, NED-ს რეპორტებში წერია, რომ დამოუკიდებელი ინტერნეტი ნეპალისთვის ჩინეთის გამარჯვებაა, რომ თუ ეს განხოეციელდა, მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ, შესაბამისად, იწყება აქტიური მედია კამპანია (ლოკალური და საერთაშორისო), თითქოს ავტორიტარიზმისკენ მიდის ქვეყანა, დემოკრატია კვდება, კორუფციაში იძირება სახელმწიფო და ა.შ. ნეპალის ხელისუფლება ინტერნეტ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ითხოვს, რომ ქვეყანაში მოქმედმა სოც. მედია პლატფორმებმა დაარეგისტრირონ თავი და მოიპოვონ ლიცენზია, რაც გულისხმობს, დაასახელონ ადგილობრივი კონტაქტი, ავტორიზირებული პერსონალი, ვინც მომხმარებლების საჩივრებს უხელმძღვანელებს და თვითრეგულაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.
ამას თანხმდება ტიკტოკი და ვაიბერი, უარს ამბობენ ამერიკული კომპანიები, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვოთსაფი და ა.შ. რის გამოც ხდება მათი გათიშვა. ამის შემდეგ გამოდის სცენაზე პოლიტიკურ აქტივიზმში უკვე კარგად დატრენინგებული „ჯენ ზი” და იწყება ძალადობრივი ქაოსი.
დამეთანხმებით, აშკარად ძალიან ნაცნობი სცენარია. სამი წელია იგივეს ცდილობენ ჩვენთანაც, მაგრამ განსხვავებით ნეპალისგან, საქართველოში უკვე არსებობს ხელშესახები სუვერენიტეტი, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და ძლიერი მთავრობა, რომელსაც სახალხო მხარდაჭერა აქვს, ადგილობრივი პოლიტიკური აგენტურა დისკრედიტირებულია, აქტივიზმში დატრენინგებული ჯგუფები კი მარგინალური, ამიტომ ნეპალის სცენარი აქ ვერ განმეორდება“, - წერს ოდიშარია.
1757775925
ახალი ამბებისასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ე...
1757774311
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...
1757771850
ახალი ამბებიზუკა რურუა „ჰექსოგენის“ საქმეზე: განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას
„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუამ „დღის ქრონიკაში“ „ჰექსოგენის“ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში არეულობის შექმნას. „განსაკუთრებით საშიში ასაფე...
1757769271
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს
„ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს ჰპირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას...
1757766195
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი განხორციელდა არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული იყო, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ცესკომ პროცესი მაღალ დონეზე წარმართა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები...