გიორგი ვოლსკი: როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა პროცედურულად საკმაოდ რთულია.
„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.
არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისთვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.
„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე რომ, ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითაც ამაყობს ევროკავშირი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
1757777534
ახალი ამბებიზუკა რურუა რადიკალებზე: ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართაც ბულინგი, როგორ ამუნათებენ, შეურაცხყოფებს აყენებენ. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს აქაც - სხვას აბრალებენ ძალადობას და თავად უარეს ქმედებას სჩადიან
ჩვენ დავინახეთ ჟურნალისტების მიმართაც ბულინგი, როგორ ამუნათებენ, შეურაცხყოფებს აყენებენ. ორმაგი სტანდარტი მოქმედებს აქაც - სხვას აბრალებენ ძალადობას და თავად უარეს ქმედებას სჩადიან, - განაცხადა „დღის...
1757775925
ახალი ამბებისასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს ე...
1757774311
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...
1757771850
ახალი ამბებიზუკა რურუა „ჰექსოგენის“ საქმეზე: განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერების ქვეყანაში შემოტანა ნათლად აჩვენებს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ არეულობის შექმნას
„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუამ „დღის ქრონიკაში“ „ჰექსოგენის“ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში არეულობის შექმნას. „განსაკუთრებით საშიში ასაფე...
1757769271
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს
„ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს ჰპირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას...