გიორგი სოსიაშვილი „ჰექსოგენის“ საქმეზე: ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი „ჰექსოგენის“ საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სცენარის ერთ-ერთი ნაწილია.
სოსიაშვილი მიმოიხილავს განვლილ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, რომელსაც სათავეში უკრაინელი მაღალჩინოსნები ედგნენ.
მისივე თქმით, „ჰექსოგენის“ შემოტანით თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდებოდა ცეცხლის კერების გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
„ეს არის ერთი დიდი შეთქმულების შემადგენელი ნაწილები, სცენარის შემადგენელი ეპიზოდებია. გახსოვთ, ჯერ ნაც ბანდის ბელადის შემოპარებამ არაჟნის კონტეინერით, გადატრიალების მცდელობები, მათ ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოში ტემპერატურა აიწეოდა, რევოლუცია მოხდებოდა მორიგ ჯერზეც და თავიანთ აგენტურას მოიყვანდნენ, მაგრამ ამას ვერ ეღირსნენ, შემდეგ ამას მოჰყვა, გვახსოვს ჩვენ მათი უკრაინის მაღალჩინოსანთა მოწოდებები, რომ „გაგვესეირნებინა“ ცხინვალსა და აფხაზეთში, ჩვენი ძმებისთვის, ოსებისთვის და აფხაზებისთვის უნდა გვესროლა.
ბუნებრივია, ამაზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ვინ წავიდოდა, ვერ მიაღწიეს თავიანთ სასურველ მიზანს და ჩვენ ვხედავთ, ბოლო დღეებში არსებულ სიტუაციას ვგულისხმობ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებული ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება ეს არის საგანგაშო ამბავი და მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის 24 საათიანი მუშაობის შედეგია, რომ დროულად იქნა აღკვეთილი ეს ტერაქტების სერია, რომელიც სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო და ეს ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით უნდა დაემხოთ ხელისუფლება, აი ამასთან გვქონდა საქმე.
წარმოიდგინეთ როგორ იმეტებენ ქართველ ხალხს თავიანთი ადგილობრივი აგენტურის, ამ ფაშისტების დახმარებით და არაფრად არ მიაჩნიათ სისხლის ღვრა, დედაქალაქში ტერორისტული აქტების ჩადენა. ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა და ადამიანების მოკვდინება არაფერს არ წარმოადგენს ქართველი ხალხი მათთვის და რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ სულით უსამშობლო ადამიანების მეშვეობით და მათი დახმარებით“, - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
1757769271
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ლევან ხაბეიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად, მისგან ასეთი ტიპის შეთავაზება ქრთამი იქნება, თუ დამხობა, რელევანტურად შეიძლება ჩაითვალოს
„ხაბეიშვილი რასაც პირდაპირ ეთერში საუბრობდა და არაერთხელ უსაუბრია, განუწყვეტელ რეჟიმში იგი ხან ქრთამს ჰპირდებოდა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, ხან დამხობაზე საუბრობდა მოურიდებლად. ყველას...
1757766195
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირზე არნახული წნეხი განხორციელდა არჩევნების საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული იყო, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ცესკომ პროცესი მაღალ დონეზე წარმართა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება
ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეუთო/ოდირისგან უარი და შემდეგ დასაბუთება, თითქოს ვერ აკომპლექტებდნენ დამკვირვებლებს, მხოლოდ საბაბია. გვახსოვს საქართველოს შემთხვევა, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები...
1757764385
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაბედავს და ბიუჯეტის თანხებით შეეცდება, საკუთარი ჯიბე გაისქელოს, პასუხისმგებლობა იქნება უმკაცრესი
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა. „ზოგადად, ჩვენი გუნდის...
1757762848
ახალი ამბებიკახა კალაძე ეუთო/ოდირზე: გულწრფელად ვამბობ, მესმის მათი, სურვილი არ აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას ესმის ეუთო/ოდირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, რადგან მიაჩნია, რომ მათ სურვილი არ აქვთ და ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ, რაც...
1757759941
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში
„ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 აკაცუკი, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული“, - ა...